weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გარეჯის საკითხს გადავწყვეტთ ისე, როგორც სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება – პრემიერი

15:04 პარასკევი, 03 მაისი 2019

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ და ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრები დავით გარეჯის საკითხს გადავწყვეტთ ისე, როგორც შეეფერება ჩვენს მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სავარაუდოდ, მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება კომისია, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციაზე განაახლებს მუშაობას.

„პირველივე დღიდან იყო ინტენსიური კომუნიკაცია უწყებებს შორის. მქონდა დავალებული ყველა მინისტრისთვის აქტიური კომუნიკაცია, მათ შორის ბუნებრივია, რომ ჰქონდათ ძალიან აქტიური საუბრები საგარეო საქმეთა მინისტრებს და მოგეხსენებათ, რომ არის მიღწეული შეთანხმება.

რაც შეეხება თავად კომისიას, კომისიას ბოლო პერიოდის განმავლობაში რეალურად არ უმუშავია, აქედან გამომდინარე ჩვენ განვაახლებთ კომისიას, მას დავამტკიცებთ ხელახლა, ეს მოხდება სავარაუდოდ უახლოესი მთავრობის სხდომაზე. შემდეგ უკვე ორი ქვეყნის კომისია გააგრძელებს დელიმიტაციის საკითხებზე საუბარს. ამ პერიოდში ბუნებრივია, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ მიმართულებებზე იქნება მიმოსვლის ის პრაქტიკა, რომელიც მანამდე არსებობდა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]