weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდში რულოვსისა და სააკაშვილის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს

12:14 ორშაბათი, 06 მაისი 2019
ფოტო © ლაივპრესი ფოტო © ლაივპრესი

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ზუგდიდში, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს.

სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, პლაკატები ქალაქის ცენტრალურ ადგილებშია გაკრული. სანდრა რულოვსთან დაკავშირებით, პლაკატზე დატანილია ციტატა მისი წიგნიდან, სადაც ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში მოქმედი არაფორმალური ბანდფორმირების შემქმნელად მოიხსენიებს. „და შენ გინდა ზუგდიდის მერობა?!“ - წერია პლაკატზე.

რაც შეეხება მიხეილ სააკშვილს, მასთან დაკავშირებით პლაკატზე ვკითხულობთ: „ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის სტატიაში, რომელიც პოლონურ ყოველკვირეულ გამოცემაში 1992 წელს დაიბეჭდა, საქართველოს ეროვნული მოძრაობის ლიდერს, ზვიად გამსახურდიას „კავკასიელ ჰუისეინს უწოდებს და მას უღირს პრეზიდენტად მოიხსენიებს. და შენს ცოლს უნდა ზუგდიდის მერობა?!“.

გაერთიანებულ ოპოზიციაში განაცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

„ლაივპრესის“ ცნობით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო პლაკატები ზუგდიდში შარშან, პრეზიდენტის არჩევნების დროსაც გამოჩნდა. მაშინ ოპოზიციურმა პარტიამ ამაში „ქართული ოცნება“ დაადანაშაულა. ამ უკანასკნელმა პლაკატების გავრცელებასთან კავშირი უარყო.

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]