weather cur horoscope tv
ოქტომბერი 29, 2020

კერძო დავასთან ივანიშვილის დაკავშირება პოლიტიკური სპეკულაციაა – კილაძე „რუსთავი 2“-ზე

14:53 სამშაბათი, 07 მაისი 2019 hits 336

„ვფიქრობ, რომ „რუსთავი 2“ ზეთავისუფალია თავის სარედაქციო პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, ცოტა გაუგებარი და უცნაურია ის, რაც გუშინ ბატონმა გვარამიამ თქვა“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ ტელეკომპანიაზე შეტევის ახალი ფაზა დაიწყო.

გვარამიას თქმით, შეტევის მიზანია კომპანიის გაკოტრება და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი ხელში ჩაგდება.

„ვფიქრობ, ეს არის კერძო დავა. ამ საკითხთან ბიძინა ივანიშვილის დაკავშირება, ჩემი აზრით, პოლიტიკური სპეკულაციაა“, – აღნიშნა კილაძემ.

ნიკა გვარამიამ 6 მაისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ სასამართლოში იჩივლა და სხვა მეწილეებისგან კომპენსაციის სახით დაახლოებით 26 მილიონ ლარს ითხოვს.

გვარამიას თქმით, სარჩელის მიზანია „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, კომპანიის გაკოტრება და მისი შეძენა ბიძინა ივანიშვილის მიერ. ნიკა გვარამიას აზრით, მთავარი სასარჩელო მოთხოვნა იქნება მისი, როგორც დირექტორის, უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც, გვარამიას სიტყვებით, ქართულმა სასამართლომ ივანიშვილის დავალებით ბევრჯერ სცადა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, „რუსთავი 2“ ქართულ სასამართლოს არ ენდობა. ის ნინო ნიჟარაძეს სთავაზობს სარჩელი ნებისმიერ საერთაშორისო არბიტრაჟში შეიტანოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]