weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოში ზედემოკრატია და ზეთავისუფლება გვაქვს – კახა კალაძე

15:11 სამშაბათი, 07 მაისი 2019

„მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ საქართველოში ვინმე ვინმეს ზღუდავდეს. პირიქით, ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება“, – ამბობს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილსის მერი კახა კალაძე.

კალაძემ კომენტარი გააკეთა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომ ტელეკომპანიის წინააღმდეგ, მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზნით, შეტევის ახალი ფაზა დაიწყო. როგორც კახა კალაძემ თქვა, ის „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებს გამორიცხავს.

„საერთოდ არ ვიცი, რა სარჩელზეა ლაპარაკი. დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს თავისუფლება და ყველა ტელევიზიას, ყველა ჟურნალისტს არავინ არაფერს არ გიზღუდავთ და ამის ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკა გვარამიამ 6 მაისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ სასამართლოში იჩივლა და სხვა მეწილეებისგან კომპენსაციის სახით დაახლოებით 26 მილიონ ლარს ითხოვს.

გვარამიას თქმით, სარჩელის მიზანია „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, კომპანიის გაკოტრება და მისი შეძენა ბიძინა ივანიშვილის მიერ. ნიკა გვარამიას აზრით, მთავარი სასარჩელო მოთხოვნა იქნება მისი, როგორც დირექტორის, უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც, გვარამიას სიტყვებით, ქართულმა სასამართლომ ივანიშვილის დავალებით ბევრჯერ სცადა. ნიკა გვარამიას განცხადებით, „რუსთავი 2“ ქართულ სასამართლოს არ ენდობა. ის ნინო ნიჟარაძეს სთავაზობს სარჩელი ნებისმიერ საერთაშორისო არბიტრაჟში შეიტანოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]