weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

დეპუტატი ბოლქვაძე საკუთარი სასტუმროდან „ნაცმოძრაობის“ აქტივისტს აძევებს

10:43 ოთხშაბათი, 08 მაისი 2019

პარლამენტში ხულოს, შუახევის და ქედის მაჟორიტარი დეპუტატი, ანზორ ბოლქვაძე საკუთარი სასტუმროდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, ხათუნა ბერიძის გაძევებას ცდილობდა. გუშინ ღამით, ხულოში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში თავად ბერიძემ გამოაქვეყნა.

„თავისუფალი ბრძანდებით. ეს ჩემი საკუთრებაა და გახვალთ აქედან. წადით, მედავეთ“, – ამბობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიდეოში.

ხათუნა ბერიძე სასტუმროს დატოვებაზე უარს აცხადებდა. მისი თქმით, სასტუმროს ნომერი ორი დღით ჰქონდა ნაქირავები.

„უკანონოდ იქცევით. მე ეს ნომერი ვიქირავე, მაქვს ინვოისი, მაქვს გადახდილი თანხა. რა უფლებით მაძევებთ აქედან? მე, როგორც კლიენტს, ხელი არ შემიშლია თქვენთვის“, – აცხადებს ხათუნა ბერიძე.

დეპუტატის თანხმლები პირები მას ეუბნებიან, რომ „შეიქმნა უხერხულობა“, რის გამოც სასტუმრო უნდა დატოვოს. ისინი ბერიძეს თანხის უკან დაბრუნებასაც სთავაზობდნენ.

„ნორმალური პროცესია ეს. გასაგებია, რომ იქირავეთ, მაგრამ კერძო საკუთრებაა. გიბრუნდებათ ის თანხა“, – ეუბნებიან ბერიძეს.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ვიდეოს გავრცელების შემდეგ სასტუმროს ადმინისტრაციამ, ისევე როგორც მისმა მესაკუთრემ ანზორ ბოლქვაძემ, კომენტარი არ გააკეთეს.

ხულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბრიფინგს გამართავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]