weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია სანდრა რულოვსს დებატებში იწვევს

11:18 ოთხშაბათი, 08 მაისი 2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, გიორგი შენგელია გაერთიანებული ოპოზციის კანდიდატს, სანდრა რულოვსს არჩევნების წინ დებატებში მონაწილეობას სთავაზობს. ამის თაობაზე მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც შენგელიამ თქვა, „ქართული ოცნებისთვის“ მთავარია, ზუგდიდის მოსახლეობა იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული, რათა სწორი არჩევანი გააკეთოს.

„ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებენ ბევრ საკითხზე და მინდა დღესვე პირდაპირ ეთერში მოვიწვიო ქალბატონი სანდრა რულოვსი დებატებში საზოგადოებრივ მაუწყებლზე, სადაც შეგვეძლება პირისპირ ვისაუბროთ ყველა საკითხზე, გავხდეთ ხალხისთვის თვალსაჩინო, რადგან ზუგდიდელი ხალხი იმსახურებს მეტ კომუნიკაციას“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მისივე თქმით, ოპოზიცია წინაასაარჩევნო პერიოდში ხალხთან ურთიერთობას გაურბის.

„ჩვენი ოპონენტები აპელირებენ პოპულისტურ განცხადებებზე. ისინი მხოლოდ თავიანთი მხარდამჭერების მობილიზებას ახდენენ. მათთან შეხვედრებით ცდილობენ ფონს გასვლას და ერიდებიან ხალხთან ურთიერთობას. ზუგდიდის მერობა, ეს არ არის ზოგადი პოლიტიკური ინტერესების მიმათულება. ზუგდიდის მერი უნდა იყოს ხალხის მერი, ხალხის გვერდში მდგომი სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაში. ამიტომ, მოსახლეობას გაურბოდე შიშის გამო, იმიტომ, რომ რამე კრიტიკული არ მოისმინო მათგან, ჩვენითვის ყოვლად მიუღებელია. სამწუხაროდ, ეს ჩვენს ოპონენტებს წინასაარჩევნო ფონად გასდევს“, – აღნიშნა შენგელიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]