weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მნიშვნელოვანია საქართველო ოფიციალურად გამოვაცხადოთ ღვთისმშობლის წილხვედრად – კილაძე

12:11 ოთხშაბათი, 08 მაისი 2019

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად ოფიციალურად გამოვაცხადოთ.

„საკითხს, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, აქვს ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვა ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ, როგორც პარლამენტი, რომელიც ხალხის აზრს უნდა გამოხატავდეს, პატივს ვცემთ ხალხის აზრს და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო ოფიციალურად გამოვაცხადოთ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად“, – განაცხადა კილაძემ.

დღეს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც შრომის კოდექსში შესატანი, მთავრობის მიერ მომზადებული იმ საკანონმდებლო ცვლილების განხილვა იგეგმება, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე იქნება. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ 12 მაისი უქმე დღე იქნება. 12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნებოდა, რის გამოც ეს დღე უქმედ უკვე გამოცხადებულია.

12 მაისის ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადების კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]