weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალსაც მიულოცა

16:17 ოთხშაბათი, 08 მაისი 2019

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსა და უკრაინის, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოქალქეებსა და ლიდერებს ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი მიულოცა.

„ვლადიმერ პუტინი ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავს ულოცავს აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებსა და ლიდერებს, ასევე ქართველ და უკრაინელ ხალხს“, – ნათქვამია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ დიდი დღესასწაულის დღეს მადლიერებით იხსენებენ, თანამემამულეების სამაგალითო გმირობას, რომლებმაც დაიცვეს მშობლიური მიწა და იხსნეს სამყარო ფაშისტური აგრესიისგან.

„პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც მამაცურად ებრძოდნენ დამპყრობლებს ბრძოლის ველზე და შრომობდნენ ზურგში. ჩვენი საერთო ვალია, წმინდად შევინახოთ მათი გმირობის ხსოვნა და აურაცხელი მსხვერპლი, ვიზრუნოთ და ყურადღება მივაქციოთ ვეტერანებს“ – აცხადებს პუტინი და „დიდი სამამულო ომის“ ვეტერანებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]