weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სუს-მა უმძიმესი დანაშაულის პრევენცია შეძლო – პრემიერი მაჩალიკაშვილის საქმეზე

09:57 ხუთშაბათი, 09 მაისი 2019

„გუშინ დავინახეთ, რომ უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და მადლობა მათ ამისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ აქტს ამზადებდა.

„უსაფრთხოების სამსახურმა უმძიმესი დანაშაულის პრევენცია შეძლო. ყველამ ვიხილეთ ეს გუშინ. ამასთან, პროკურატურამ გააკეთა განცხადება, მასალები გადაგზავნილია და პროკურატურა სწავლობს მტკიცებულებებს. მე მსურს გიპასუხოთ როგორც რიგითმა მოქალაქემ. გუშინ დავინახეთ, რომ უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და მადლობა მათ ამისთვის. რეაგირებას რაც შეეხება, მიმდინარეობს მტკიცებულებების შესწავლა და ამას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი ქმედებები“, – განაცხადა პრემიერმა.

7 მაისს, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა. უწყების მტკიცებით, დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს.

მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 18, 323-ე და 3231 მუხლები) მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2018 წლის 31 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც იგი და მასთან მყოფი პირები, რომლებსაც, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით ფიცი ჰქონდათ მიცემული, მზად იყვნენ, შეეღწიათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და თავი აეფეთქებინათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მალხაზ მაჩალიკაშვილი არ დაუკავებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]