weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფაშიზმზე გამარჯვების დღე კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა – პრემიერი

10:09 ხუთშაბათი, 09 მაისი 2019
ფოტო © პირველი არხი ფოტო © პირველი არხი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და მთავრობის წევრებმა თბილისში, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს და ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი მიულოცეს.

ბახტაძის განცხადებით, ფაშიზმზე გამარჯვების დღე კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა.

„მსურს ყველას მივულოცო დღევანდელი დღე. განსაკუთრებით, მინდა მივულოცო მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ჩვენს სახელოვან ვეტერანებს.

საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში. ასი ათასობით ქართველი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე და მინდა ქედი მოვიხარო მათი ხსოვნის წინაშე.

მსურს ომის ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მივულოცო დღევანდელი დღე და მათ ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო“, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, 600-600 ლარს მიიღებს საქართველოში რეგისტრირებული, მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანი და 300-300 ლარს ომში დაღუპულთა ოჯახების 209 წევრი. მეორე მსოფლიო ომში დაღუპულის ოჯახის წევრის ერთჯერადი დახმარება გაიცემა დაღუპული პირის მეუღლეზე ან ბავშვობიდან შშმ პირ შვილზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. თანხის გაცემას რეგიონებში უზრუნველყოფს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო თბილისში დედაქალაქის მერია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]