weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მთავრობა დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების ფონდს ქმნის

16:03 პარასკევი, 10 მაისი 2019

დიასპორებთან ურთიერთობა არის ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი და უფრო მეტიც, ახალი კონსტიტუციით, ეს არის ჩვენი ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ბახტაძის თქმით, მთავრობა ცდილობს, უზრუნველყოს თანამემამულეების მაქსიმალური ჩართულობა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, ეროვნული თვითმოყოფადობის შენარჩუნებისა და ზოგადად, საქართველოს პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის პროცეში.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოამზადა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც შეიქმნება ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების მექანიზმი, ფონდი. ჯერ ჩვენ ვიქნებით საპილოტე რეჟიმში.

საკონკურსო პროექტის შემოტანა 14 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ ჩვენს მოქალაქეებს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი იქნება წარმატებული და მომავალში მნიშვნელოვნად გავზრდით დაფინანსებას“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქით, წარმოდგენილი ინიციატივა დიასპორას აძლევს საკუთარი იდეების რეალიზების საშუალებას.

„ეს კი, დიასპორული საქმიანობის კიდევ უფრო მრავალფეროვნად ქცევის პერსპექტივას გვაძლევს და ბუნებრივია, საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის უფრო გაღრმავებულ კავშირებს მოგვცემს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]