weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შეგვიძლია ქრისტიანობის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრად პოზიციონირება – ჯაში

00:26 შაბათი, 11 მაისი 2019

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშისთვის გაუგებარია კრიტიკა, რაც 12 მაისის ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ გამოცხადებამ გამოიწვია.

„საქართველოს აქვს 17 საუკუნოვანი ისტორია ქრისტიანობის, შეგვიძლია ქრისტიანულ სამყაროში, განსაკუთრებით ქრისტიანობის აღმოსავლეთის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრად პოზიციონირება. ვფიქრობ, ეს მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს, როგორც ქართულ ეკლესიას, ასევე საქართველოს ცნობადობას, როგორც ქრისტიანული კულტურის“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებთან.

8 მაისს პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ შესატანი, მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილება დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე იქნება. კანონპროექტს მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა.

წმინდა სინოდის განჩინებით 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ 2018 წლის 27 დეკემბერს გამოცხადდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]