weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მაია მიმინოშვილი „ქართულ ოცნებას“ კადრების ტრენინგებში ეხმარება – პრემიერი

13:31 ორშაბათი, 13 მაისი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირქტორი, მაია მიმინოშვილი „ქართულ ოცნებას“ კადრების ტრენინგებსა და გადამზადებაში ეხმარება. ბახტაძის თქმით, პარტიაში განახლების პროცესი მიმდინარეობს.

„ის არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი და ის, ისევე როგორც რამდენიმე სხვა ექსპერტი, პარტიას ეხმარება კადრების ტრენინგებში, გადამზადებაში და იმ გამოცდილებას გვიზიარებს, რაც მას ამ მიმართულებით ობიექტურად, ნამდვილად აქვს“, – უთხრა ბახტაძემ ჟურნალისტებს.

კითხვას, რატომ გაათავისუფლა განათლების მინისტრმა მაია მიმინოშვილი შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან, თუ ის პროფესიონალია, მამუკა ბახტაძემ უპასუხა:

„რაც შეეხება ქალბატონ მაიას მოღვაწეობას, ის რამდნიმე წელი ხელმძღვანელობდა ცენტრს, ძალიან დიდი სამუშაო გასწია და სერიოზული ფუნდამენტი შექმნა იმისთვის, რომ ეს ცენტრი გამხდარიყო წარმატებული. ამასთან არსებობს ახალი მისწრაფებები, ახალი მიზნები და აქედან გამომდინარე, სამინისტროც ახორციელებს შესაბამის საკადრო პოლიტიკას. ამ ორ საკითხს ერთმანეთთან ნამდვილად არანაირი კავშირი არ აქვს“.

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან მაია მიმინოშვილი 2018 წლის 10 სექტემბერს გაათავისუფლა. მიმინოშვილი ცენტრს 2008 წლიდან ხელმძღვანელობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]