weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

მე ვარ შვილმკვდარი მამა, ქუთაისში პარლამენტი მომიკლეს – მიხეილ სააკაშვილი

18:06 ორშაბათი, 13 მაისი 2019

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში მის მიერ დაწყებული პროექტები შვილებივით უყვარს. მისი თქმით, თავს შვილმკვდარ მამად გრძნობს, რადგან დღევანდელი ხელისუფლება ამ პროექტებს ანადგურებს“.

„მე მყავს ორი შვილი და ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს შვილის სიყვარული, მაგრამ ჩემი შვილები არიან, ასევე ქუთაისში პარლამენტი, რომელიც მოკლეს და გაანადგურეს; ჩემი შვილი იყო ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელიც ამ ოროსანმა გაანადგურა ძალიან შეგნებულად და გააბანძა იდეა.

ჩემი შვილი იყო ქართული ჯანდაცვის სისტემა, რომელიც გაანადგურეს; ჩემი შვილი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალები, რომელიც პრაქტიკულად გაანადგურეს,; ჩემი შვილი იყო ქართული სამხედრო წარმოება, რომელიც მომიკლეს.

მე ვარ ნამდვილად შვილმკვდარი მამა და შეიძლება ზოგიერთი გააჩერო, მაგრამ როგორც მაჩალიკაშვილი ვერ გააჩერეს, მეც ვერ გამაჩერებენ და ნამდვილად ბოლომდე ვიძიებ შურს ჩემი შვილის მკვლელებზე.

მაგრამ ჩვენი შურისძიება არის არა ვინმეს დაჭერა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, არა ფეხებით დაკიდება, არამედ საქართველოს ამოთრევა ამ ჭაობიდან, სწრაფი განვითარება, რომ ყველა ესენი აღმოჩნდნენ არარელევანტურები და სამარცხვინოები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში, სადაც ქართველ ემიგრანტებს შეხვდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]