weather cur horoscope tv
ოქტომბერი 22, 2019

მოხარულები ვიქნებით, ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის ადგილი დავიკავოთ – ზურაბიშვილი

23:57 სამშაბათი, 14 მაისი 2019 hits 199

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო მოხარული იქნება ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ გათავისუფლებული ადგილი დაიკავოს.

„ერთი რამ, რაც ჩვენ არ გვესმის, ეს დიდი ბრიტანეთის ქმედებაა. ძალიან მოხარულები ვიქნებით მათ მიერ გათავისუფლებული ადგილის დაკავებით. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელიც უამრავი პრობლემის წინაშე დგას. ამ გამოწვევებთან თითქმის ყველა ევროპულ სახელმწიფოზე ახლოს ვართ. პასუხი ამ გამოწვევებზე არის ის, რომ ვიყოთ უფრო ახლოს ევროპასთან.

მიუხედავად რუსეთისა, მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩემი კონკურენტი რუსეთის კანდიდატი იყო, საქართველომ ევროპა, ევროპული გზა აირჩია.

რუსეთთან 2008 წლის ომის დროს და მას შემდეგ ყოველდღიური პროვოკაციების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა არის ერთიანი. დღეს, გუშინ და 18 წლის წინ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი ირჩევდა და ირჩევს ევროპულ გზას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ტელეარხმა Euronews-მა პარიზში დებატები გამართა, რომელის თემა ევროპაში პოპულიზმის ზრდა იყო. დებატებში მონაწილეობა გავლენიანმა ევროპელმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმა, მიიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]