„ერთი რამ, რაც ჩვენ არ გვესმის, ეს დიდი ბრიტანეთის ქმედებაა. ძალიან მოხარულები ვიქნებით მათ მიერ გათავისუფლებული ადგილის დაკავებით. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელიც უამრავი პრობლემის წინაშე დგას. ამ გამოწვევებთან თითქმის ყველა ევროპულ სახელმწიფოზე ახლოს ვართ. პასუხი ამ გამოწვევებზე არის ის, რომ ვიყოთ უფრო ახლოს ევროპასთან.
მიუხედავად რუსეთისა, მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩემი კონკურენტი რუსეთის კანდიდატი იყო, საქართველომ ევროპა, ევროპული გზა აირჩია.
რუსეთთან 2008 წლის ომის დროს და მას შემდეგ ყოველდღიური პროვოკაციების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა არის ერთიანი. დღეს, გუშინ და 18 წლის წინ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი ირჩევდა და ირჩევს ევროპულ გზას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ტელეარხმა Euronews-მა პარიზში დებატები გამართა, რომელის თემა ევროპაში პოპულიზმის ზრდა იყო. დებატებში მონაწილეობა გავლენიანმა ევროპელმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმა, მიიღეს.