weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოპოზიცია ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გათავისუფლებას ითხოვს

10:24 ოთხშაბათი, 15 მაისი 2019
ფოტო © პირველი არხი ფოტო © პირველი არხი

გაერთიანებული ოპოზიცია №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. ამ მოთხოვნის საფუძვლად რამდენიმე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიანი სიების სამაგიდო ვერსიის დროზე ადრე გაცემას ასახელებენ.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, მირანდა მესხი ვეღარ იქნება უფლებამოსილი, 19 მაისს მერის რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს. ბოკუჩავას თქმით, დაირღვა არა მხოლოდ საარჩევნო კოდექსი, არამედ შესაძლოა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„ჩვენ შევძელით და აღვკვეთეთ ძალიან სერიოზული გაყალბების სქემა. ეს მოხდა იმიტომ, რომ გვყავს უპრეცედეენტოდ მობილიზებული დამკვირვებლები და წარმომადგენლები ყველა საარჩევნო უბანზე“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა სამაგიდო სიების რამდენიმე უბნის გადაცემაზე თავდაპირველად თქვა, რომ ეს შემთხვევით მოხდა. როგორც მან მოგვიანებით განმარტა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 107 საარჩევნო უბანია და მათი მომსახურება ერთდროულად ვერ მოესწრება.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცესკომ მხარეებს მოუწოდა, არ გასცდნენ საკანონმდებლო ჩარჩოს, იმოქმედონ კომპეტენციის ფარგლებში და მისცენ საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის საშუალება, „რომელიც ახორციელებს საქმიანობას კანონმდებლობის მიხედვით“.

„ცესკო და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის მოქმედებდა და იმოქმედებს კანონის ფარგლებში. 15 მაისს, დღის პირველ ნახევარში საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ცესკოს პოზიციისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ“, – განაცხადეს ცესკოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]