weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამერიკელები ივანიშვილის უპერსპექტივობაში დავარწმუნო – ნათელაშვილი

11:46 ოთხშაბათი, 15 მაისი 2019

საქართველოს ლეობორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ვაშინგტონში იმყოფება, სადაც, მისი თქმით, სენატორებსა და კონგრესმენებთან შეხვედრებს გამართავს. როგორც ნათელაშვილი ამბობს, შეხვედრების ფარგლებში საარჩევნო პროცესებსა და „ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობაზე“ საუბარს გეგმავს.

„ყოფნა არ ყოფნის ჟამი უდგას საქართველოს. დღეს უნდა ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ივანიშვილი, თუ საქართველო. ასევე, უნდა გადაწყვიტოს მსოფლიომ და ჩვენმა მოკავშირეებმა, ივანიშვილის ოლიგარქიული, ძირგამომპალი, კორუმპირებული რეჟიმი, თუ საქართველოსთან მეგობრობა და მასთან ერთად განვითარება და მომავალში სიარული. ამ თემებზე იწყება კონგრესმენებთან, სენატორებთან ფართო დისკუსიები. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამერიკელი მეგობრები დავარწმუნო საქართველოს პერსპექტიულ მომავალში და ივანიშვილის სრულ უპერსპექტივობაში, რომლის მოკავშირეობა კი არა, რომელზეც ხელის ჩამორთმევაც კი სირცხვილია მთელი მსოფლიოსთვის, არათუ საქართველოსთვის“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]