„ყოფნა არ ყოფნის ჟამი უდგას საქართველოს. დღეს უნდა ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ივანიშვილი, თუ საქართველო. ასევე, უნდა გადაწყვიტოს მსოფლიომ და ჩვენმა მოკავშირეებმა, ივანიშვილის ოლიგარქიული, ძირგამომპალი, კორუმპირებული რეჟიმი, თუ საქართველოსთან მეგობრობა და მასთან ერთად განვითარება და მომავალში სიარული. ამ თემებზე იწყება კონგრესმენებთან, სენატორებთან ფართო დისკუსიები. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამერიკელი მეგობრები დავარწმუნო საქართველოს პერსპექტიულ მომავალში და ივანიშვილის სრულ უპერსპექტივობაში, რომლის მოკავშირეობა კი არა, რომელზეც ხელის ჩამორთმევაც კი სირცხვილია მთელი მსოფლიოსთვის, არათუ საქართველოსთვის“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო