weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

სააკაშვილმა ერთხელ ხულოში კაიმაღი და სირცხვილი ერთად ჭამა – რიჟვაძე

12:00 ოთხშაბათი, 15 მაისი 2019

„ეს არის სამარცხვინო, ეს არის მართლა ფარჩაკი“, – ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

„ვერ ვმალავ განაწყენებას. რამდენიმე საათის წინ სამარცხვინო პოლიტიკური ძალის სამარცხვინო ლიდერი – სააკაშვილი გამოვიდა და განაცხადა, რა კავშირშია ერთმანეთთან ხულო და სამხატვრო გალერეაო. თქვენ ხედავთ, რამდენი ნახატია გამოფენილი. ჩვენთან არის ახლა ძალიან სახელოვანი ფერმწერის ბატონი სიმონ ართმელაძის შვილი და ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს არის სამარცხვინო, ეს არის მართლა ფარჩაკი, ჯერ იყო და ამ პარტიის წარმომადგენელმა ქიქავამ აჭარლებს მოგვაყენა ყველას შეურაცხყოფა, ახლა გამოვიდა ეს მართლა შარლატანების ბელადი და აცხადებს, რომ ხულოში კულტურას და ზოგადად სამხატვრო გალერეას არაფერი ესაქმება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მალე გავცემთ ადეკვატურ პასუხს მათ, 19 რიცხვში და ზოგადად.

მან ერთხელ აქ კაიმაღი [აჭარული კერძი] და სირცხვილი ერთად ჭამა და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მას კაცურ პასუხს გავცემთ ისე, როგორც ხულოს და ხულოელებს ეკადრებათ“, – თქვა რიჟვაძემ.

პარლამენტში ხულოს, შუახევის და ქედის მაჟორიტარმა დეპუტატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ანზორ ბოლქვაძემ საკუთარი სასტუმროდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, ხათუნა ბერიძის გაძევება მოითხოვა. მიუნხენში, ემიგრანტენთან შეხვედრის დროს, ამ საკითხზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა ანზორ ბოლქვაძეს „დეგრადირებული პოლიტიკოსი“ და „სუნიანი“ უწოდა.

„არის ერთი დეგრადირებული ყოფილი დეპუტატი ხულოში, ბოლქვაძე, ჩემი სირცხვილი, რომ ის ჩემი პარტიის წევრი იყო. ვაი, მართლა კახა ბენდუქიძემ რომ თქვა, ანზორ ბოლქვაძე რომ ჩემ გვერდით დაჯდებოდა და მისი სუნი რომ არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა, მაგრამ ანზორ ბოლქვაძემ ამას წინათ რაღაცებში თავი გამოიჩინა მორიგი სისულელეებით და ცოლი გაფორმებული ჰყავს ხულოს სამხატვრო გალერეის თანამშრომლად. ხულოს სამხატვრო გალერეა… ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ, ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის, სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია?“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ ხულოელების შეურაცხყოფისთვის სააკაშვილს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]