„მოზაიკას“ ცნობით, მიხეილ გოგინაშვილმა განაცხადა, რომ გორიდან დასავლეთ საქართველოში ჩასვლა მათი გამოცდილებიდან გამომდინარე გადაწყდა.
„არჩევნებთან დაკავშირებით ჩამოვედით ზუგდიდში. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვეხმარებით გუნდს შტაბში და ჩართულები ვართ ტექნიკური საკითხების მოწესრიგებაში. ამჟამად აქ სიმშვიდეა, ყველა თავისუფალია არჩევნებისთვის, თუმცა „ნაციონალები“ ხელოვნურად ძაბავენ ვითარებას, რადგან ხვდებიან, რომ აუცილებლად წააგებენ არჩევნებს და ჩვენი კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს“, – ამბობს მიხეილ გოგინაშვილი.
საკრებულოს აპარატის ინფორმაციით, ორივე დეპუტატს შვებულების ვადა 20 მაისს უმთავრდება.
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.