weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ქართული ოცნებიდან“ გორის საკრებულოს წევრები ზუგდიდში საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვნენ

13:06 ხუთშაბათი, 16 მაისი 2019

გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარლენ ნადირაძე და ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, მიხეილ გოგინაშვილი, მერის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ზუგდიდში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სათემო რადიო „მოზაიკა“ ავრცელებს.

„მოზაიკას“ ცნობით, მიხეილ გოგინაშვილმა განაცხადა, რომ გორიდან დასავლეთ საქართველოში ჩასვლა მათი გამოცდილებიდან გამომდინარე გადაწყდა.

„არჩევნებთან დაკავშირებით ჩამოვედით ზუგდიდში. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვეხმარებით გუნდს შტაბში და ჩართულები ვართ ტექნიკური საკითხების მოწესრიგებაში. ამჟამად აქ სიმშვიდეა, ყველა თავისუფალია არჩევნებისთვის, თუმცა „ნაციონალები“ ხელოვნურად ძაბავენ ვითარებას, რადგან ხვდებიან, რომ აუცილებლად წააგებენ არჩევნებს და ჩვენი კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს“, – ამბობს მიხეილ გოგინაშვილი.

საკრებულოს აპარატის ინფორმაციით, ორივე დეპუტატს შვებულების ვადა 20 მაისს უმთავრდება.

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]