weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნაციონალურ მოძრაობას მიუვიდა კვლევის შედეგები და გადაწყვიტეს ვითარების ესკალაცია – კობახიძე

15:40 ხუთშაბათი, 16 მაისი 2019

„როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუვიდა გარკვეული კვლევის შედეგები და მათ გადაწყვიტეს ვითარების ხელოვნურად ესკალაცია“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, არაფერი ხდება ზუგდიდში ისეთი, რამაც შეიძლება ვინმეს ასეთი აგრესიის გამოვლინების საბაბი მისცეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვების მოსაპოვებლად.

„სამწუხაროდ, ახლა ზუგდიდში ემოციები ჭარბობს. თუ ვინმეს ინტერესშია მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და ხელოვნურად არ უზრუნველყონ ვითარების ესკალაცია. ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება პოლიტიკურ პროცესებს, მათი საერთო ამოცანა უნდა იყოს მშვიდი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

არ ვისაუბრებ დღეს ჩვენს შიდა შედეგებზე. ჩვენი ამოცანაა პირველ ტურში გამარჯვება და ყველაფერი გაკეთდება პირველივე ტურში გამარჯვების მოსაპოვებლად“, – აღნიშნა კობახიძემ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერზე, სადაც სავარაუდოდ ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაზე საუბრობს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩანაწერის ავთენტურობა სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]