weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნაციონალურმა მოძრაობამ იცის, რომ არჩევნებს აგებს და არეულობის შექმნას ცდილობს – ჩუგოშვილი

16:40 ხუთშაბათი, 16 მაისი 2019

„ჩვენი ოპონენტების მიზანია, სახელმწიფო ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაცია და საარჩევნო პროცესის ჩაშლა სწორედ ზუგდიდში, სადაც მათთვის პოზიციების დაკავებას სიმბოლური დატვირთვა აქვს კანდიდატიდან გამომდინარე“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არეულობის ხელოვნურად შექმნას ცდილობს.

„როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად იცის, რომ ზუგდიდში არჩევნებს პირველივე ტურში აგებს, შესაბამისად, ისინი სტაბილური საარჩევნო პროცესის დაძაბვას და არეულობის ხელოვნურად შექმნას ცდილობენ.

ჩვენი ამოცანაა არჩევნების მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარება. არც ერთი პროვოკაცია, არც ერთი ინციდენტი, რომელიც ჩრდილს აყენებს საარჩევნო პროცესს, არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. შესაბამის უწყებებს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე უმკაცრესი რეაგირება ექნებათ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, თითოეული პირი, რომელიც ძალადობას და საარჩევნო პროცესის ჩაშლას შეეცდება, აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, საელჩოებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ სწორედ ზუგდიდის საარჩევნო ოლქს, რადგან უკვე ძალიან მკაფიოდ და ნათლად ჩანს, რომ სწორედ იქ გადაინაცვლებს დაძაბულობის ცენტრი“, –აღნიშნა ჩუგოშვილმა.

ზუგდიდში, სადაც 19 მაისს მერის რიგგარეშე არჩევნები უნდა გაიმართოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დარღვევებზე საუბრობს და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გათავისუფლებას ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]