weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სექსისტური განცხადება ბოკუჩავაზე

17:17 ხუთშაბათი, 16 მაისი 2019

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თაზო ფაცაციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თინა ბოკუჩავას მისამართით სექსისტური და შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა.

„თინა ბოკუჩავა ისეთი განათლებული ვარო, მიშამ პირდაპირ პარლამენტში „დამამთავრებინა“ ბოდიში გამათავებინაო უნივერსიტეტიო“, – დაწერა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სოციალურ ქსელში.

მას შემდეგ, რაც თაზო ფაცაციას ამ განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა, სოციალურ ქსელში პოსტი აღარ იძებნება.

ფაცაციამ სხვადასხვა მედიასთან თქვა, რომ თავის განცხადებას სექსისტურად და შეურაცხმყოფელად არ მიიჩნევს. ამის მიუხედავად, მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თინა ბოკუჩავასა და საზოგადოებას ბოდიშს უხდის. თაზო ფაცაცია ამბობს, რომ აღნიშნული განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩადენილი პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების გამო, როდესაც ადგილი ქონდა საკრებულოში შეჭრის მცდელობას, ვიყავი აღშფოთებული და ემოციურ ფონზე, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოვაქვეყნე მიუღებელი სტატუსი, რის გამოც, მინდა ბოდიში მოვუხადო ადრესატს და საზოგადეოებას“, – წერს ფაცაცია სოციალურ ქსელში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]