weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დიდი ტრაგედიაა, რომ მასწავლებლის ხელფასი საშუალო სტატისტიკურზეც კი დაბალია – ბახტაძე

11:52 პარასკევი, 17 მაისი 2019

„ჩემთვის პირადი ტრაგედიაა, რომ საქართველოში, სადაც ხელფასები ისედაც დაბალია, მასწავლებლის ხელფასი საშუალო სტატისტიკურზეც კი დაბალია. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

ბათუმში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე, ბახტაძემ თქვა, რომ 2022 წელს მასწავლებლის მინიმალური ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე იქნება.

„როგორც შეგპირდით, შემოდგომიდან მასწავლებლების ხელფასებს ვზრდით 150 ლარით, მინიმუმ. შემდეგ გავზრდით ყოველწლიურად და 2022 წელს, გპირდებით, რომ მინიმალური ხელაფასი საქართველოში პედაგოგისთვის იქნება 1500-დან 1800 ლარამდე. ეს არის ერთადერთი სწორი გზა.

ქვეყანა, რომელიც პედაგოგის ღვაწლს არ დააფასებს სათანადოდ, არა თუ მომავალი არ ექნება, შეიძლება წარსულიც კი დაკარგოს. ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს.

კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო ჩვენს მასწავლებლებს და განსაკუთრებით მინდა მოვეფერო ჩვენს ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომლებმაც წლების განმავლობაში ასეთი მწირი და ხშირ შემთავევაში დაფინანსების არმქონის პირობებში, ჩვენამდე მოიტანეს დღევანდელი განათლების სისტემა, რომელსაც სჭირდება ახალი ენერგია, ინვესტიციები და ხედვა. ჩვენ ამას, ყველაფერს უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]