weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ქალბატონ სანდრას ვუსურვებ ღირსეულ გამარჯვებას – მაჩალიკაშვილი

12:11 პარასკევი, 17 მაისი 2019

„მხარს ვუჭერ ქალბატონ სანდრას და ვუსურვებ ღირსეულ გამარჯვებას, რაშიც ვარ დარწმუნებული. დიდი სხვაობით უგებს მეტოქეს. გისურვებ გამარჯვებას, ქალბატონო სანდრა. მე მარტო ეს შემიძლია“, – აცხადებს პანკისის სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში, მალხაზ მაჩალიკაშვილი აღნიშნავს, რომ ის და მისი მხარდამჭერები არჩევნებში არ ერევიან.

„ქისტებს მოვუწოდებ, ჩვენი ადგილი აქ არის, სადაც მე ვდგევარ. ჩვენ არ ვერევით არჩევნებში, ჩვენ არსად ვაპირებთ წასვლას, ჩარევას არასამართლიანი გზით. ჩვენ აქ დაველოდებით გამარჯვებასაც და სამართალს. ჩემი თხოვნა იქნება თითეულისთვის – არ მივცეთ პროვოკაციაზე წამოგების საშუალება. არ არის საჭირო, თუ ჩვენგან ვინმე მხარს ვუჭერთ შუალედურ არჩევნებში ნებისმიერ პარტიას, ჩავიდეთ ადგილზე და იქ გამოვხატოთ. ვუსურვოთ წარმატებები ჩვენივე ოჯახებიდან“, – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

სანდრა რულოვსი გაერთიანებული ოპოზიციიდან ზუგდიდის მერად იყრის კენჭს. მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]