სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში, მალხაზ მაჩალიკაშვილი აღნიშნავს, რომ ის და მისი მხარდამჭერები არჩევნებში არ ერევიან.
„ქისტებს მოვუწოდებ, ჩვენი ადგილი აქ არის, სადაც მე ვდგევარ. ჩვენ არ ვერევით არჩევნებში, ჩვენ არსად ვაპირებთ წასვლას, ჩარევას არასამართლიანი გზით. ჩვენ აქ დაველოდებით გამარჯვებასაც და სამართალს. ჩემი თხოვნა იქნება თითეულისთვის – არ მივცეთ პროვოკაციაზე წამოგების საშუალება. არ არის საჭირო, თუ ჩვენგან ვინმე მხარს ვუჭერთ შუალედურ არჩევნებში ნებისმიერ პარტიას, ჩავიდეთ ადგილზე და იქ გამოვხატოთ. ვუსურვოთ წარმატებები ჩვენივე ოჯახებიდან“, – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
სანდრა რულოვსი გაერთიანებული ოპოზიციიდან ზუგდიდის მერად იყრის კენჭს. მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.