weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოპოზიციის პროტესტის ფონზე ზუგდიდის საოლქო კომისიამ გადასატანი ყუთის სიები დაამტკიცა

13:54 პარასკევი, 17 მაისი 2019
ფოტო: პირველი არხი ფოტო: პირველი არხი

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის დღევანდელი სხდომაც ხმაურით დაიწყო. კომისიამ გადასატანი ყუთის სიები ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად დაამტკიცა.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ სიებში ათეულობით ისეთი ადამიანია, ვისაც გადაადგილების პრობლემა არ აქვს და გადასატანი ყუთის სიაში შეყვანას არ საჭიროებს. მათივე თქმით, საოლქო კომისიას, სიების დამტკიცებამდე უნდა განეხილა საჩივრები და შეესწავლა მტკიცებულებები, რაც არ მოხდა. ოპოზიციონერის განცხადებით, ეს არჩვენების გაყალბების მცდელობაა.

„რეალურად სიები გაბერილია. სიებში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა ხმა უბანზე მისცენ. იმიტომ არიან ამ სიებში შეყვანილები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კარგად გააკონტროლოს. 150 საჩივარი, რომელიც ჩვენს მიერ არის დაწერილი, არ განიხილეს.

წარმოვუდგინეთ მასალა, რომელიც არ უნახავს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მირანდა მესხს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ როდესაც საკითხს ვაყენებთ კენჭისყრაზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხელს იწევენ, რომ ეს საკითხი არ განიხილონ. ამიტომ მირანდა მესხი წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს, არის „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი. არ ვფიქრობ, რომ ამ საოლქო საარჩევნო კომისიას რაიმე პასუხისმგებლობის აღება შეუძლია საარჩევნო პროცესზე“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

მირანდა მესხმა საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა დახურულად გამოაცხადა. მან ოთახი ისე დატოვა, რომ ჟურნალისტების კითხვებისთვის პასუხი არ გაუცია.

საარჩევნო ოლქის შენობაში დაცვის პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულები. მათ ჟურნალისტებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს გზა გადაუკეტეს და მირანდა მესხთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]