weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

თუ არჩევნებს გააყალბებენ, საყოველთაო მობილიზაცია უნდა გამოვაცხადოთ – სააკაშვილი

15:54 შაბათი, 18 მაისი 2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არც სანდრა რულოვსი და არც თავად, არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან. მისივე თქმით, თუ არჩევნებს გააყალბებენ, საყოველთაო მობილიზაცია უნდა გამოცხადდეს.

სააკაშვილის განცხადებით, ოპოზიციას ყველა რაიონში უპირატესობა აქვს.

„ზუგდიდში სანდრას აქვს წარმოუდგენელი უპირატესობა და როგორ შეიძლება არ ჰქონდეს?! ერთის მხრივ არის მსოფლიოში ცნობილი, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს სამეგრელო, ზუგდიდი, საქართველო, ხოლო მეორე მხრივ არის მძარცველი, რომელსაც ეზიზღება საქართველო – ივანიშვილი და რომელმაც იქ კანდიდატად დააყენა მორიგი გოდორი, მორიგი „შნირი“. ამ სიტუაციაში სანდრას არჩევნები პრაქტიკულად მოგებული აქვს. ისევე, როგორც მე ვიცნობ საარჩევნო ვითარებას ხულოში, ზესტაფონში, მთაწმინდაზე, მარნეულში და ყველგან მთავრობას აქვს წაგებული“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ივანიშვილმა ან უნდა აღიაროს მარცხი და შეეგუოს მას, ან „საქმე ექნება მთლიანად საქართველოს საზოგადოების აღშფოთებასთან და მისთვის ბევრად უფრო მძიმე შედეგებთან“.

„ეს აღარ არის შარშანდელი ნოემბერი. მე, მიხეილ სააკაშვილი ამას აღარ გავატარებ.

თუ ამ არჩევნებს, რაღაც მექანიზმებით ან გააყალბებენ ან მოიპარავენ, მაშინ ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ საყოველთაო მობილიზაცია საქართველოს მასშტაბით, რადგან ეს ნიშნავს, რომ არჩევნების ინსტიტუტი საქართველოში გაუქმებულია. ამას ნამდვილად არ შეეგუება სანდრა. ამას არ შეეგუება მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ვიწყებთ საქართველოს მასშტაბით ხალხის მობილიზაციას ყველან; მშვიდობიან ქმედებას, ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვლება და არ იქნება ნორმალური არჩევნები“, – განაცხადა სააკაშვილმა.

19 მაისს რვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური და ხუთი მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. კენჭისყრა საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს, ოზურგეთის, მარნეულის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ჩატარდება. გარდა ამისა, 19 მაისს, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (მთაწმინდა) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებიც გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]