weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნუ გეშინიათ, დაგეხმარებით ფაროსანა მთავრობის შეწამვლაში – რულოვსი ზუგდიდელებს

17:22 შაბათი, 18 მაისი 2019

გაერთიანებული ოპოზიციიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ვიდეომიმართვას ავრცელებს. სანდრა რულოვსი ზუგდიდის მცხოვრებლებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი თქმით, ხვალ სამეგრელოში საქართველოს ბედი წყდება.

„თქვენ იცით, რომ 25 წელია მირჩევნია დავდგე თქვენს გვერდით და დაგეხმაროთ, ვიდრე ვიცხოვრო ჩემს აყვავებულ ჰოლანდიაში. გული მტკივა როცა ვხედავ, რა მოუტანა შვიდწლიანმა უპატრონობამ, კორუფციამ, ნეპოტიზმმა და განუკითხაობამ ზუგდიდს. უკიდურესი გაჭირვება, შემოსავლის გარეშე, შიმშილის ზღვარზე დარჩენილი ოჯახები, რომელთა ოჯახის წევრებიც ხშირად ემიგრაციაში იმყოფებიან.

ნუ გეშინიათ, მე აქ ვარ და დაგეხმარებით ამ მართლა ფაროსანა მთავრობის შეწამვლაში. აქ ხომ მედეას სამშობლოა, კოლხეთი და სასწაულმოქმედ მკურნალობაში ვერკვევით.

ჩემსა და თქვენს ურთიერთსიყვარულს და პატივისცემას შორის ვერავინ ჩადგება: ვერც ზონდერი, ვერც პროვოკატორი, მითუმეტეს, ვერც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რადგან ჩვენი პოლიციის შინაგანი ძახილია ემსახუროს ხალხს და ქართულ სახელმწიფოს და არ იყოს ვათანძარა მბრძანებლის მონა და მსხვერპლი“, – ამბობს სანდრა რულოვსი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები ხვალ, 19 მაისს გაიმართება. სანდრა რულოვსის მთავარი კონკურენტი მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი გიორგი (გეგა) შენგელიაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]