weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დამკვირვებლის თქმით, ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან იარაღიდან გაისროლეს

18:12 შაბათი, 18 მაისი 2019

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლის, ზოია ქვარცხავას განცხადებით, ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან, უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს.

„ერთმანეთის გვერდით ორი ავტომობილი იდგა. ერთს გზა ჰქონდა გადაკეტილი. ეჩხიკინებოდნენ იარაღს. უცებ აწიეს და მაღლა გაისროლეს. არ ვიცი, ვის დასაშინებლად გააკეთეს, მაგრამ საარჩევნო უბნის წინ მოხდა ეს ყველაფერი“, – ამბობს ჟურნალისტებთან ზოია ქვარცხავა.

საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, ჟანა ყურუამ დაადასტურა, რომ სროლის ხმა გაიგო. მისი თქმით, ამ დროს ის შენობაში იმყოფებოდა.

„ასაფეთქებელი, ე.წ. ხლაპუშკა გვეგონა და ყურადღება არ მივაქციეთ, მუშაობა გავაგრძელეთ. ამ დროს შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, რომელიც ხვალ დამკვირვებელი იქნება, შემოვიდა აღელვებული – სროლა იყოო. ჩვენც ხმა შემოგვესმა, მაგრამ არ ჩაგვითვლია, რომ ეს სროლა იყო“, – ამბობს კომისიის თავმჯდომარე.

ამ დროისთვის დამკვირვებელი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. როგორც მან თქვა, ფოტო გადაუღო ავტომობილებსა და იმ პირებს, ვინც გასროლა განახორციელეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]