weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზუგდიდში დესტრუქციის გარკვეული საფრთხე არსებობს – კობახიძე

11:02 კვირა, 19 მაისი 2019

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზუგდიდში დესტრუქციის გარკვეული საფრთხე არსებობს. კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ორი თვის განმავლობაში, საარჩევნო პროცესებმა აბსოლუტურად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეში, ერთ-ერთმა მხარემ პროცესში ხელოვნურად არეულობის შეტანა სცადა.

„დღეს, ზუგდიდში მათი მხარდაჭერების არაპროპორციული კონცენტრაცია ფიქსირდება, შესაბამისად, დესტრუქციის გარკვეული საფრთხე არსებობს. ჩვენს აქტივისტებს მინდა შევახსენო, რომ პროვოკაციებზე რეაგირება არის არა მათი, არამედ სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებ, სიმშვიდე შეინარჩუნონ და ამგვარ გადაცდომებზე რეაგირებისგან თავი შეიკავონ. სამართალდამცავ ორგანოებს კი მოვუწოდებ, ყველა ზომა მიიღონ, რათა უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში და დარღვევების გარეშე წარმართვა“, – აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს, საარჩევნო პროცესს ყურადღებით დააკვირდნენ.

ზუგდიდში დღეს მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. „ქართული ოცნებიდან“ კენჭს გიორგი (გეგა) შენგელია იყრის, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციიდან – სანდრა რულოვსი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]