„დღეს, ზუგდიდში მათი მხარდაჭერების არაპროპორციული კონცენტრაცია ფიქსირდება, შესაბამისად, დესტრუქციის გარკვეული საფრთხე არსებობს. ჩვენს აქტივისტებს მინდა შევახსენო, რომ პროვოკაციებზე რეაგირება არის არა მათი, არამედ სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებ, სიმშვიდე შეინარჩუნონ და ამგვარ გადაცდომებზე რეაგირებისგან თავი შეიკავონ. სამართალდამცავ ორგანოებს კი მოვუწოდებ, ყველა ზომა მიიღონ, რათა უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში და დარღვევების გარეშე წარმართვა“, – აღნიშნა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს, საარჩევნო პროცესს ყურადღებით დააკვირდნენ.
ზუგდიდში დღეს მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. „ქართული ოცნებიდან“ კენჭს გიორგი (გეგა) შენგელია იყრის, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციიდან – სანდრა რულოვსი.