მარგველაშვილმა ხმა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მისცა, სადაც პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება.
„დღეს მე ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში იმისთვის, რომ ხელისუფლებაში პატრიოტი ადამიანები მოვიდნენ. მთაწმინდელებს მინდა მოვუწოდო, რომ ვისაც გესმით და არჩევთ თეთრსა და შავს, ეს სიმართლე გადაიტანეთ საარჩევნო ბიულეტენზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი“, – აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.
პარლამენტში მთაწმინიდის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ოცი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის, ლადო კახაძე („ქართული ოცნება“), შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატები“), გერმანე საბო („გირჩი“), კობა დავითაშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი), სოფიო ხორგუანი (დამოუკიდებელი კანდიდატი), გრიგოლ გეგელია (დამოუკიდებელი კანდიდატი).