„დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი დღესაც სწორ არჩევანს გააკეთებს. როგორც მთაწმინდაზე, ისევე სხვა ოლქებში აქტიურობა მაღალია და დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ კანდიდატები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ. ისევე, როგორც ბოლო წლებში, ქართველი ხალხის სწორი არჩევანით მოვახერხებთ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სწორი მიმართულებით განვავითაროთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ორ ოლქში მეორე ტურის ალბათობა არსებობს.
„თუმცა, იქაც ჩვენი კანდიდატების უპირატესობა დიდია და დიდი ალბათობით, პირველსავე ტურში უნდა გაიმარჯვონ „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
ზუგდიდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარეს კომენტარი არ გაუკეთებია.