weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დიდი ალბათობით, ჩვენი კანდიდატები პირველივე ტურში გაიმარჯვებენ – ივანიშვილი

12:41 კვირა, 19 მაისი 2019

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მისცა ხმა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, მმართველი პარტიის კანდიდატები არჩევნებს ყველა ოლქში პირველივე ტურში მოიგებენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი დღესაც სწორ არჩევანს გააკეთებს. როგორც მთაწმინდაზე, ისევე სხვა ოლქებში აქტიურობა მაღალია და დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ კანდიდატები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ. ისევე, როგორც ბოლო წლებში, ქართველი ხალხის სწორი არჩევანით მოვახერხებთ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სწორი მიმართულებით განვავითაროთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ორ ოლქში მეორე ტურის ალბათობა არსებობს.

„თუმცა, იქაც ჩვენი კანდიდატების უპირატესობა დიდია და დიდი ალბათობით, პირველსავე ტურში უნდა გაიმარჯვონ „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

ზუგდიდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარეს კომენტარი არ გაუკეთებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]