weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ქართული ოცნება“ სავარაუდოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ჩანაწერს ავრცელებს

13:43 კვირა, 19 მაისი 2019

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მათ მოიპოვეს აუდიოჩანაწერი, სადაც მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები, სავარაუდოდ, ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, რომ მათ არჩევნების ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა.

თალაკვაძის თქმით, ჩანაწერი „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის სამუშაო სხდომაზეა გაკეთებული და ის შტაბის იმ წევრებმა მიაწოდეს „ქართულ ოცნებას“, რომელთათვისაც „არეულობა და დესტაბილიზაცია მიუღებელია“.

„თავს ვალდებულად ვთვლით, საზოგადოებას გავაცნოთ ამ აუდიოჩანაწერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ვციტირებ: ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, მოიგებენ თუ წააგებენ, უნდა აადუღონ აჭარა, შემდეგ კი მთელი საქართველო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ჩანაწერი შესაბამის ორგანოებს უკვე გადასცეს და შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ „ქართული ოცნების“ ბრალდებები უარყო. მისი თქმით, თალაკვაძის მიერ დასახელებული პირები გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები არ არიან. ბოკუჩავამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, აუდიოჩანაწერი შეისწავლონ, გაარკვიონ რა ვითარებაშია ჩაწერილი და ავთენტურია თუ არა ის.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]