weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე – სააკაშვილი

14:20 კვირა, 19 მაისი 2019

ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე. ყოველ ჯერზე გვართმევენ არჩევნებს, ყოველ ჯერზე აყალბებენ, ყოველ ჯერზე ივანიშვილი მიმართავს ვირეშმაკობას“, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც „ფეისბუქ ლაივის“ დროს მხარდამჭერებს მიმართა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ძალიან ცუდად აქვს საქმე.

„ახლა გამოდიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები – აი, „ნაციონალები“ ბევრი ჩამოვიდნენ, აი, „ნაციონალებს“ უნდათ არეულობა. ნუ დაკომპლექსდებით. ეს არარაოებები, ეს ადამიანები, ივანიშვილის შნირები, ცდილობენ დაგაკომპლექსონ, რომ არ გადახვიდეთ შეტევაზე, გული გისკდებოდეთ, რომ ვაიმე, ვაიმე, პროვოკაციაზე არ წამოგვაგონ. ვის რაზე უნდა წამოეგონ, ეგენი არიან დამთავრებულები. გადმოწერილი ჰყავთ სიებში ხალხი და მაინც მასობრივად მოდის ხალხი ყველგან. მაინც ცუდად აქვთ „ქოცებს“ საქმე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე მიმართა „ქართული ოცნების“ წევრებს, „ნუ ჩაყვებიან ივანიშვილს საფლავში, ნუ შეასრულებენ უკანონო ბრძანებებს და ნუ მოიპარავენ არჩევნებს“. სააკაშვილმა ისინი გააფრთხილა, რომ ყველაფერი ფიქსირდება, არსებობს კანონი და ყველაფერს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

„ძალიან ცოტა დარჩა ბიძინა ივანიშვილის საქართველოში ბოგინი. მინდა, ქართველები ცოტა უფრო ფრთხილად მოვეკიდოთ ერთმანეთს. ნუ გგონიათ, რომ საქართველოს მტერი და ჩანერგილი არსება ივანიშვილი კიდევ დიდხანს გასტანს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]