weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სადაც ენმ-ს და რუსთავი 2-ის მაღალი კონცენტრაცია არაა, არჩევნები მშვიდად ტარდება – სუბარი

17:05 კვირა, 19 მაისი 2019

„ყველა ოლქში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის” და „რუსთავი 2“-ის მაღალი კონცენტრაცია და განსაკუთრებული ინტერესი არ არის, ყველგან მშვიდად მიმდინარეობს არჩევნები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

სუბარის თქმით, ერთადერთი საარჩევნო ოლქი, სადაც დაძაბულობის მცდელობები შეინიშნება, ზუგდიდია, სადაც, მისივე სიტყვებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ყველა უბანზე გააკეთოს გარკვეული დესტრუქციული ქმედებები და შექმნას დაძაბულობა.

„მათი მიზანი არის არა არჩევნების სამართლიანად ჩატარება, არამედ მათი მიზანია, რამენაირად დაძაბულობა და არეულობა შეიტანონ, თუმცა გასაგებია რომ ამას ისინი ვერ ეღირსებიან. ერთ რამეს მინდა შევაგუო „ნაციონალური მოძრაობა“, რომ აღარასოდეს აღარ დაბრუნდება მათი დიქტატორული რეჟიმი საქართველოში და ყველგან, სადაც ისინი ეცდებიან აგრესია გამოიჩინონ, კიდევ ერთხელ ქართველი ხალხისა და ქართველი ამომრჩევლის მიმართ, მათ შესაბამის პასუხს გასცემს ქართული საზოგადოება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]