სუბარის თქმით, ერთადერთი საარჩევნო ოლქი, სადაც დაძაბულობის მცდელობები შეინიშნება, ზუგდიდია, სადაც, მისივე სიტყვებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ყველა უბანზე გააკეთოს გარკვეული დესტრუქციული ქმედებები და შექმნას დაძაბულობა.
„მათი მიზანი არის არა არჩევნების სამართლიანად ჩატარება, არამედ მათი მიზანია, რამენაირად დაძაბულობა და არეულობა შეიტანონ, თუმცა გასაგებია რომ ამას ისინი ვერ ეღირსებიან. ერთ რამეს მინდა შევაგუო „ნაციონალური მოძრაობა“, რომ აღარასოდეს აღარ დაბრუნდება მათი დიქტატორული რეჟიმი საქართველოში და ყველგან, სადაც ისინი ეცდებიან აგრესია გამოიჩინონ, კიდევ ერთხელ ქართველი ხალხისა და ქართველი ამომრჩევლის მიმართ, მათ შესაბამის პასუხს გასცემს ქართული საზოგადოება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.