weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საარჩევნო უბნიდან თინა ბოკუჩავა პირადობის მოწმობის არქონის მიზეზით გამოაძევეს

21:08 კვირა, 19 მაისი 2019
ფოტო © ipn.ge ფოტო © ipn.ge

ზუგდიდში, მე-9 საარჩევნო უბანიდან პარლამენტის დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა პირადობის მოწმობის არქონის მიზეზით გამოაძევეს. ინციდენტი კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ მოხდა.

სააგანეტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პარლამენტის წევრის საშვი მას უბანზე ყოფნის უფლებას აძლევს. მისივე თქმით, საარჩევნო უბნიდან დაახლოებით ათმა კაცმა გამოათრია. როგორც ბოკუჩავა ამბობს, იქვე იმყოფებოდა ზუგდიდის პოლიციის უფროსი ირაკლი ფაცაცია.

„ათ კაცს მე ვერ გავუმკლავდებოდი, მაგრამ მათ გაუმკლავდება ზუგდიდის ამომრჩეველი, შემდგომ კი მთელი ქვეყანა. მოიგონეს საფუძველი, რომელიც თვითონაც არ იცოდნენ რა იყო. გამოიძახეს პოლიცია, რომელიც საერთოდ არ გაერკვა სიტუაციაში. ადგილზე მოვითხოვე, რომ დამერეკა ცესკოს თავმჯდომარესთან, რათა მას მიეცა განმარტებები საუბნო კომისიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც აშკარად კანონს არ იცნობდნენ. მაგრამ ასე არ მოხდა“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციონერის თქმით, მისი არაერთი კოლეგა შევიდა უბნებში მართვის მოწმობის გამოყენებით, როგორც დამკვირვებელი. მის შემთხვევაში კი, საუბნო კომისიის წევრები გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ თვად შეესწრო ჟურნალისტზე ორი პირის თავდასხმას.

ამ დროისთვის თინა ბოკუჩავა საარჩევნო უბნის გარეთ რჩება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]