weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მეორე ტურის ალბათობა მხოლოდ მთაწმინდის ოლქშია – ირაკლი კობახიძე

22:41 კვირა, 19 მაისი 2019

პარლამენტის თავმჯდომარისა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოქმის მონაცემებით, მეორე ტურის ალბათობა მხოლოდ მთაწმინდის ოლქშია. კობახიძის თქმით, დანარჩენ ოლქებს მათი კანდიდატები „დიდი უპირატესობით იგებენ“.

„ამ ეტაპზე შეიძლება თამამად ითქვას, რომ დიდი უპირატესობით იგებენ ჩვენი კანდიდატები არჩევნებს ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის, ხულოს საარჩევნო ოლქებში. რაც შეეხება მთაწმინდის საარჩევნო ოლქს, აქაც დიდი უპირატესობით იგებს ბატონი ლადო კახაძე, თუმცა არის ალბათობა მეორე ტურის“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ზესტაფონის ოლქიდან მიღებული მონაცემები ჯერ არ იძლევა რაიმეს თქმის საშუალებას.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედურ არჩევნებს, კობახიძის თქმით, ყველა ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებს.

„ეს არის ოზურგეთი, ტყიბული, ჭიათურა, წყალტუბო, ადიგენი, საგარეჯო, ზესტაფონი, ახმეტა, პანკისის ხეობა. ყველა ამ ოლქში ძალიან დიდი უპირატესობით იმარჯვებენ „ქართული ოცნების“ კანდიდატები. მთლიანობაში, „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის შთამბეჭდავი, ძალიან მაღალი შედეგით დასრულდება არჩევნები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]