რულოვსის თქმით, უბნებიდან ძალიან კარგი ციფრებს იღებს, რაც იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ მეორე ტური საჭირო არ იქნება.
„არ დავუშვებთ მეორე ტურს, იმიტომ, რომ არ გვჭირდება. მოგებული გვაქვს პირნათლად და არ შევეგუებით. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა დავკარგოთ. თუ ისინი [„ქართული ოცნება“] მაინც გამოაცხადებენ პირველ ტურს, მაშინ ვისაც უნდა გამომყვეს მთელს საქართველოში იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ზუგდიდის ამბავი. სოფელ-სოფელ, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა მაშინ, რეფერენდუმის დროს, მეც მზად ვარ ამ ქვეყნისთვის ამ ნაბიჯის გადასადგმელად. არ გირჩევთ, რომ პირველი ტური გამოაცხადოთ გამარჯვებულად. იმიტომ, რომ ამისთვის ვარ მზად, რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს. თქვენ კიდევ არ მიცნობთ და ვინც მიცნობს, იცის, რომ არ ვხუმრობ, ჩვენ მოგებული გვაქვს პირველი ტური და თუ ისინი გამოცხადებენ პირველ ტურს მოგებულად, მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტესტს. ვადასტურებ ამას“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა სოფელ განმუხურში.