weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თუ პირველ ტურში გამოაცხადებენ გამარჯვებას, ამას არ შევეგუებით – რულოვსი

22:54 კვირა, 19 მაისი 2019

„თუ პირველ ტურში გამოაცხადებენ გამარჯვებას, ამას არ შევეგუებით არანაირად, იმიტომ, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. პირველი ტური ჩვენ გვაქვს მოგებული“, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა განაცხადა.

რულოვსის თქმით, უბნებიდან ძალიან კარგი ციფრებს იღებს, რაც იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ მეორე ტური საჭირო არ იქნება.

„არ დავუშვებთ მეორე ტურს, იმიტომ, რომ არ გვჭირდება. მოგებული გვაქვს პირნათლად და არ შევეგუებით. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა დავკარგოთ. თუ ისინი [„ქართული ოცნება“] მაინც გამოაცხადებენ პირველ ტურს, მაშინ ვისაც უნდა გამომყვეს მთელს საქართველოში იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ზუგდიდის ამბავი. სოფელ-სოფელ, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა მაშინ, რეფერენდუმის დროს, მეც მზად ვარ ამ ქვეყნისთვის ამ ნაბიჯის გადასადგმელად. არ გირჩევთ, რომ პირველი ტური გამოაცხადოთ გამარჯვებულად. იმიტომ, რომ ამისთვის ვარ მზად, რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს. თქვენ კიდევ არ მიცნობთ და ვინც მიცნობს, იცის, რომ არ ვხუმრობ, ჩვენ მოგებული გვაქვს პირველი ტური და თუ ისინი გამოცხადებენ პირველ ტურს მოგებულად, მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტესტს. ვადასტურებ ამას“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა სოფელ განმუხურში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]