ტელეკომაპნია „იმედის“ ეთერში ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები მხარდამჭერებისადმი, მიუღებელი და სასაცილოა.
„სააკაშვილის რიტორიკა უკიდურესად შეურაცხმყოფლი დამამცირებელია არა მარტო ჩვენი მოსახლეობისთვის, არამედ სწორედ მისი ამომრჩევლებისთვის. აგიხსნით რატომ - პირადად ჩემთვის, იმ ფაქტით, რომ ამ ადამიანმა თავისი ცოლი გამოუშვა ამ ბრძოლაში, ყველაფერი ნათქვამია. ამ ადამიანმა, ისევე როგორც 2008 წლის ომში მთელი ქვეყნის სირცხვილი აჩვენა მსოფლიოს როგორც მხდალმა პოლიტიკოსმა, იგივე გაიმეორა ამ შემთხვევაშიც და თავისი მეუღლე გამოუშვა ამ ბრძოლაში. უარესიც - ჩვენ ვნახეთ, რომ ის მთელს მსოფლიოში მოგზაურობს, საკმაოდ ფუფუნებაში ცხოვრობს და ამავე დროს, მოუწოდებს თავის ამომრჩევლებს, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩათ, რომ წავიდნენ გარკვეულ დესტრუქციაზე და დაძაბვაძე. ის ადგას მარგინალიზაციის გზას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვისაც გაუჩნდება ანტისახელმწიფოებრივი ან დესტრუქციული ქმედების განხორციელების სურვილი, კანონის ფარგლებში უმკაცრესად იქნება დასჯილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები სანდრა რულოვსმა წააგო. გაერთიანებული ოპოზიცია და არჩევნების შედეგებს არ ცნობს.