weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სანდრა რულოვსმა მიხედოს თავის მეუღლეს და ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას – ღარიბაშვილი

02:26 ორშაბათი, 20 მაისი 2019

„მინდა, ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრა რულოვსს, რომელიც ჩვენი კანდიდატის ოპონენტი იყო: დაისვენოს, მიხედოს თავის მეუღლეს და ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ტელეკომაპნია „იმედის“ ეთერში ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები მხარდამჭერებისადმი, მიუღებელი და სასაცილოა.

„სააკაშვილის რიტორიკა უკიდურესად შეურაცხმყოფლი დამამცირებელია არა მარტო ჩვენი მოსახლეობისთვის, არამედ სწორედ მისი ამომრჩევლებისთვის. აგიხსნით რატომ - პირადად ჩემთვის, იმ ფაქტით, რომ ამ ადამიანმა თავისი ცოლი გამოუშვა ამ ბრძოლაში, ყველაფერი ნათქვამია. ამ ადამიანმა, ისევე როგორც 2008 წლის ომში მთელი ქვეყნის სირცხვილი აჩვენა მსოფლიოს როგორც მხდალმა პოლიტიკოსმა, იგივე გაიმეორა ამ შემთხვევაშიც და თავისი მეუღლე გამოუშვა ამ ბრძოლაში. უარესიც - ჩვენ ვნახეთ, რომ ის მთელს მსოფლიოში მოგზაურობს, საკმაოდ ფუფუნებაში ცხოვრობს და ამავე დროს, მოუწოდებს თავის ამომრჩევლებს, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩათ, რომ წავიდნენ გარკვეულ დესტრუქციაზე და დაძაბვაძე. ის ადგას მარგინალიზაციის გზას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვისაც გაუჩნდება ანტისახელმწიფოებრივი ან დესტრუქციული ქმედების განხორციელების სურვილი, კანონის ფარგლებში უმკაცრესად იქნება დასჯილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები სანდრა რულოვსმა წააგო. გაერთიანებული ოპოზიცია და არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]