weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შენგელია - 54.18%, რულოვსი - 42.75% – ცესკოს წინასწარი შედეგები

10:25 ორშაბათი, 20 მაისი 2019

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ მოიგო. 107-ვე უბნის დათვლის შემდეგ, შენგელიას ამომრჩეველთა ხმების 54.18% (30 470 ხმა) აქვს.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა ხმების 42.84% (24 095 ხმა) მიიღო.

წუხელ რულოვსმა განაცხადა, რომ პირველივე ტურში გეგა შენგელიას გამარჯვების გამოცხადებას არ შეეგუებიან. თუ მეორე ტური დაინიშნება, სანდრა რულოვსი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს.

„ჩვენ არ ვაღიარებთ მათ გამარჯვებას, მითუმეტეს მათ არჩევნებს. ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ძალიან მარტივად სუს-ის და კრიმინალების ერთობლივი სპეცოპერაცია, ზუგდიდში ჩატარებული მაღალ დონეზე. ეს იყო არნახული, უპრეცენდენტო სადიზმი, შეშინება და ზეწოლა. ისინი რომ ზეიმობენ, ზეიმობენ, რომ ხალხი დამარცხდა, რომ ისევ ისინი გააგრძელებენ ტერორს, ჯიბეების გასქელებას და ყველაფერს, რაც მიუღებელია ჩემთვის და ჩემი გუნდის წევრებისთვის. როგორც ჩანს, მათი ციფრებით, თითქმის, ნახევარმა დაგვიჭირა მხარი და ეს დიდი ჯარია. ჩვენ ამ ძალას აუცილებლად გამოვიყენებთ, ზუგდიდიდან იწყება საქართველოს გამარჯვება“, – განაცხადა გვიან ღამით, გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში სანდრა რულოვსმა.

ცესკოს ინფორმაციით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 46.88% შეადგინა. 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]