weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზესტაფონის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ გაიმარჯვა

12:26 ორშაბათი, 20 მაისი 2019

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზესტაფონის მერის რიგგარეშე არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი გოგლიჩიძემ გაიმარჯვა. 53 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, მან ამომრჩეველთა ხმების 50.75% (12 876 ხმა) მიიღო.

წინასწარი მონაცემებით, ხმების 34.26% (8692 ხმა) აქვს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ბაქარ ხიჯაკაძეს. მესამე ადგილზე „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი, გოგი წულაია გავიდა. მას ამომრჩეველთა ხმების 5.81% (1475 ხმა) აქვს. დამოუკიდებელმა კანდიდატმა ვახტანგ რობაქიძემ ხმების 5.07% (1287 ხმა) მიიღო, ხოლო ანზორ ნებიერიძემ, რომელიც „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან იყრიდა კენჭს, 2.64% (671 ხმა).

ცესკოს ინფორმაციით, ზესტაფონში ამომრჩეველთა აქტივობამ 57.3% შეადგინა.

გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონის მერად კენჭს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც იყრიდა. მაშინ ის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კახაბერ მახათაძესთან დამარცხდა. მახათაძემ ამომრჩეველთა ხმების 54.7% მიიღო, ხოლო გოგლიჩიძე ხმების 10.89%-ით მესამე ადგილზე გავიდა. გიორგი გოგლიჩიძე კახაბერ მახათაძეს კორუფციაში ადანაშაულებდა და მის გადადგომას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა. მახათაძემ თანამდებობა 2019 წლის თებერვალში დატოვა, რის გამოც რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]