კერძოდ, ივანიშვილს უარყოფითად მოსახლეობის 39% აფასებს, დადებითად – 21%, ხოლო 35%-ს მის მიმართ არც დადებითი დამოკიდებულება აქვს და არც უარყოფითი. 3%-მა არ იცის, როგორ აფასებს, 1% თავს იკავებს, კიდევ 1%-ს კი მის შესახებ არ სმენია.
უარყოფითი შეფასებების მიხედვით მეორე ადგილზეა პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. მას უარყოფითად მოსახლეობის 35% აფასებს, დადებითად – 9%, ნეიტრალურად – 28%, 17%-ს კი მის შესახებ არ სმენია.
ზურაბ ჯაფარიძეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია მოჰყვება, რომელსაც უარყოფითად მოსახლეობის 33% აფასებს, დადებითად 22%, ნეიტრალურად – 30%. მის შესახებ კი მოსახლეობის 10%-ს არ სმენია.
ასევე 33% აქვს უარყოფითი დამოკიდებულება „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, ეკა ბესელიას მიმართ. 15%-ს მის მიმართ დადებითად არის განწყობილი 38% კი ნეიტრალურად. 9%-ს მის შესახებ არ სმენია.
შემდეგ ყველაზე უარყოფითი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებობს. ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უარყოფითად 32% აფასებს, დადებითად კი 31%. სააკაშვილის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს 32%-ს, 3%-მა არ იცის, როგორ აფასებს, 1% თავს იკავებს, კიდევ 1%-ს კი მის შესახებ არ სმენია.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ დაკვეთით კვლევა „CRRC-საქართველომ“ ჩაატარა. საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია.